ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დასრულდა. დევნილთა საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ 44 390 ლარი გამოყო. დაზარალებულ დევნილ ოჯახებს დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამაც აღმოუჩინა. რეაბილიტირებული სახლები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები დევნილებისთვის სათანადო პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. მზად ვართ მათ გვერდში დავუდგეთ და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დახმარება გავუწიოთ“ – აღნიშნა შალვა კერესელიძემ იძულებით გადაადგილებულ პირებთან საუბრის დროს.

შენობაში, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, დამონტაჟდა ლიფტიც, რომელსაც დევნილი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.

Visited 204 times, 1 visit(s) today