ბაზალეთის ტბის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

06/05/2019

დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.აქციის ფარგლებში დაირგო 150-მდე წიწვოვანი ხე-მცენარე, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც ა(ა)იპ კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანება იზრუნებს. აქციაში ადგილობრივ ახალგაზრდებთან და თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0