ბაზალეთში მოასფალტების სამუშაოები გრძელდება

11/05/2016

სოფელ ბაზალეთში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს, გზა სოფლის ცენტრამდე მოასფალტდა (2კმ). ამჟამად კი, სამუშაოები სოფელ ბაზალეთიდან ქროლის მიმართულებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც გზის 1 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოხდება. სოფლის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
პროექტი რეგიონული გნავითრების ფონდიდან 230 000 ლარით დაფინანსდა.
ბაზალეთში გზის მოასფალტების სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0