ბათუმის ბულვარს აღდგენილ სანაპიროსთან 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი დააკავშირებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ბათუმის ნაპირდაცვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აზიის განვითარების ბანკმა ახალი სანაპირო ზოლის მოწყობისა და ბათუმის ნაპირდაცვის რეაბილიტაციისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, კეთდება არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დასაკავშირებელი 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი. სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.
ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას და აზიანებს, როგორც პლაჟს, ასევე სანაპირო ბულვარს. პროექტის დასრულების შედეგად, მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.

Visited 191 times, 1 visit(s) today