ბათუმის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

19/06/2017

ბათუმის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“ბათუმის ქუჩებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დამწვარია 60 სანაგვე ურნა და ათამდე მიწისქვეშა კონტეინერი. დაზიანებული და დამწვარი ურნების შედეგად მიყენებული ზარალი 130 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სამშენებლო ნარჩენებისა და ცეცხლმოკიდებული ნივთების სანაგვე ურნებში ჩაყრისაგან”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0