ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

25/12/2017

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ბათუმის მერმა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა: „ჩემო ძვირფასო ბათუმელებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ორიოდე სიტყვით თვალი გადავავლო 2017 წელს. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევებისა და გამარჯვებების წელიწადი, თუმცა, ასევე იყო ტკივილიანი დღეებიც. ყველაფერი ცუდი დარჩენილიყოს წარსულში, ხოლო 2018 წელს მოეტანოს კიდევ უფრო მეტი გამარჯვება, წარმატება და სიხარული.“
ლაშა კომახიძემ ევროპის მოედანზე მისულ ბავშვებს სცენაზე უხმო და ნაძვის ხე მათთან ერთად აანთო. საზეიმო ღონისძიება ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით შეხვდა. განათდა 35 ქუჩა. საახალწლო დეკორაციები დამონტაჟდა როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის გარეუბნებშიც. განსაკუთრებულად მოირთო წელს ევროპის მოედანიც, სადაც ყველა შენობის ფასადი გირლანდებით განათდა, დამონტაჟდა საახალწლო ქოხები და თაღოვანი კონსტრუქციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0