ბათუმის მიმართულებით ფრენას ყაზახური ავიაკომპანია “სკატი“ იწყებს

06/06/2016

ბათუმის მიმართულებით ფრენას ყაზახური ავიაკომპანია “სკატი“ იწყებს. ავიამიმოსვლა პირველად 5 ივნისს, ქალაქ აქტაუდან ბათუმამდე განხორციელდა და ის ყოველ პარასკევსა და შაბათს შესრულდება. ბათუმიდან, კი ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში აქტაუს გავლით გადაფრენა ყოველ ორშაბათსა და შაბათს განხორციელდება.
დღეს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ტურისტული სააგენტოებისა და ბათუმი TAV-ის წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოკი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0