ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

29/06/2017

ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევასა და ტექნიკური დავალების მომზადებასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. შეხვედრას ურბანისტი მანუჩარ მახათაძე, მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის, მერის მრჩეველთა საბჭოს, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება დოკუმენტში, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი ზონირების სახეობებს განსაზღვრავს და ადგენს ამ ზონების საზღვრებს ფუნქციური დანიშნულების, ტერიტორიულ-სტრუქტურული მახასიათებლების, გეგმარებითი შეზღუდვებისა და ქალაქთმშენებლობითი ღირებულებების მიხედვით.
წინასაპროექტო კვლევასა და გეგმარებით დავალებაზე მუშაობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, რის საფუძველზეც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს.
ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0