ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და კორდების მოვლითი სამუშაოები ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და კორდების მოვლით სამუშაოებს ახორციელებს. ჯავახიშვილის, თამარის დასახლების, წერეთლის, აეროპორტის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა ბალახის გაცელვის სამუშაოები. თამარ მეფის გზატკეცილისა და აეროპორტის შესასვლელის მიმდებარედ მცენარეთა ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი, ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები.

Visited 191 times, 1 visit(s) today