ბათუმის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

16/11/2022

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე არსებული გამოწვევები გადაჭრილია და სამშენებლო სამუშაოები განახლდა. 3 გვირაბის და 14 ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია, დანარჩენ 2 გვირაბზე ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს; ასევე გრძელდება დარჩენილი ხიდების სამშენებლო სამუშაოები. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 20 სახიდე გადასასვლელი და 5 გვირაბი შენდება. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0