ბათუმი-ახალციხის გზა მიწის მასისგან სრულად გაიწმინდა

16/02/2018

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დაათვალიერეს, შემდეგ კი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს დაესწრნენ. ამ დროისათვის გზა სრულად გაწმენდილია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვა საავტომობილო მიმოსვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის დადებამდე გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ მიმოსვლის სრულად აღდგენამდე გადაადგილება შემოვლითი გზით, პაქსაძეების, კორტოხისა და ბეღლეთის გავლითაა შესაძლებელი. რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
მერიაში მოქმედებს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი. საჭირო შემთხვევაში მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
ჯეოსელი: 577 20 61 67
მაგთი: 551 00 52 72

Tweet about this on TwitterShare on Facebook0