ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ტექნიკურ საბჭოზე ბათუმი(ჭოროხი)-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი განიხილეს. ბათუმი-სარფის გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, მისი სავარაუო სიგრძე 12 კმ-ია. ტექნიკური საბჭოს შეხვედრაზე, ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება.
ბათუმი-სარფის გზა თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის. გადატვირთული მოძრაობის გამო, აღნიშნულ გზაზე ხშირად იქმნება საცობი და გადაადგილება ფერხდება, პროექტის დასრულების შემდეგ პრობლემა სრულად მოგვარდება. გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა და შემცირდება მგზავრობის დრო.
ბათუმი(ჭოროხი)-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და ამ პროექტით აჭარის რეგიონში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.

Visited 187 times, 1 visit(s) today