ბათუმი სილამაზის კონკურსს „მის და მისტერ პლანეტა 2017’’-ს მასპინძლობს

14/09/2017

ბათუმი სილამაზის კონკურსს „მის და მისტერ პლანეტა 2017’’-ს მასპინძლობს. გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსში 25 ქვეყნის 40-მდე პრეტენდენტი ღებულობს მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში, კონკურსის მონაწილეები შპს “სანდასუფთავების” თანამშრომლებთან ერთად დღეს, დასუფთავების აქციაში „ერთად დავიცვათ გარემო“ ჩაერთნენ და ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს.
„მის და მისტერ პლანეტა 2017’’-ის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია 16 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0