ბათუმი ხვალ ევროინტეგრაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

13/07/2016

ბათუმი ხვალ რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნებას” უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურტის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან.
კონფერენციაზე გაინიხილება შემდეგი საკითხები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0