ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის, როგორც თვითმმართველი ქალაქის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოფიციალური სტუმრების მიღება სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. საზეიმო მიღებას მოწვეული სტუმრების რანგში ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ სტუმრებს ბათუმობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.
მიღებაზე ბათუმის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. დღესვე, ქალაქების მერებმა ბათუმსა და უმენს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ,,ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ძველ ბათუმში გაგრძელდა, სადაც მე-19 საუკუნის ქალაქი იყო გაცოცხლებული.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. “ბათუმობა 2018” პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.

Visited 134 times, 1 visit(s) today