ბათუმსა და მოგილიოვს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერა ხელი

04/09/2017

სასტუმრო შერატონში ბათუმსა და ბალარუსის ქალაქ მოგილიოვს შორის თანამშრომლობოსა და დამეგობრების შესახებ წინასწარ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც მოგილიოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ცუმარევმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოაწერეს ხელი. დამეგობრების შესახებ მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღმავება კულტურის, განათლების, სპორტისა და ტრანსპორტის სფეროში. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მხარეებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0