ბათუმს სტამბოლის მერი ეწვია

26/05/2016

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმს ქალაქ სტამბოლის მერი ქადირ თოფბაში ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.
სტამბოლის მერს ბათუმის ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული დახვდნენ.
დღესვე ქადირ თოფბაში არჩილ ხაბაძესთან ერთად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენას გახსნის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრებისა და თურქი ფოტოგრაფების ნამუშევრები. 17:00 საათზე კი მუსიკალურ ცენტრში ქართული და თურქული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0