ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება

28/03/2022

მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება ბატონი თორნიკე რიჟვაძე, მას აქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროგრამა – „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”; ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0