ბათუმში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ურეხის დასახლებაში 3 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოები თებერვალში დაიწყო. უკვე განხორციელდა საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები და მიმდინარეობს შენობის პირველი სართულის იატაკის ფილების დაგება. მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ეზოში დაიგება ბეტონის ფილები, მოეწყობა გაზონები და ტერიტორია შემოისაზღვრება ბეტონის ღობით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაღის ეზოში დაირგვება ხეები და გაშენდება დეკორატიული ბუჩქნარი. გათვალისწინებულია ასევე საჩრდილობლებისა და ატრაქციონების დამონტაჟება. ეზოში ასევე მოეწყობა 4 სათამაშო მოედანი და გარე განათება.
ბაღის მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დასრულდება. შენობა 9 ჯგუფს დაიტევს, რაც 315 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა პანდუსები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მტმ“ ასრულებს.

Visited 223 times, 1 visit(s) today