ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

14/06/2017

ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და 13 ივლისამდე უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის ასფალტის საფარი უკვე დაგებულია 12 ეზოში, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში კიდევ 5 ეზოში მიმდინარეობს. დღეს, ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის“ წარმომადგენლებმა 26 მაისის ქ. #55/57-ში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, ჯამში 31 ეზოს კეთილმოწყობაა გათვალისწინებული. ასფალტის საფარი მთლიანობაში 15 890 კვმ ტერიტორიაზე დაიგება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 560 ათასი ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0