ბათუმში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

08/05/2017

ბათუმში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრი გაიხსნა. ტრენინგ-ცენტრი ქობულეთის პრფესიულ კოლეჯ „ახალი ტალღის“ ბაზაზე შეიქმნა. ტრენინგ-ცენტრში მოხდება კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება და მოკლევადიანი ავტორიზებული პროგრამების განხორცილების მიზნით ტრენინგ-კურსების ჩატარება.
გახსნის ცერემონიალს საქართველოსა და აჭარის განათლების მინისტრები, ქობულეთის გამგებელი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრის მიზანია სასწავლო პროცესში რეგიონში არსებული ბიზნეს-სექტორის ჩართულობის გაზრდა, დუალური განათლების დანერგვა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების მოძიება, პროექტების განხორციელება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
დღეის მდგომარეობით, სასწავლო ცენტრში აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთითა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ოთხ თვიან გადამზადების პროგრამას 100 სტუდენტი გადის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0