ბათუმში საგზაო მონიშვნის სამუშაოები მიმდინარეობს

27/06/2017

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ბათუმში საგზაო მონიშვნის სამუშაოები მიმდინარეობს. ხორციელდება ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების დახაზვა. ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოები ღამის პირველიდან დილის შვიდ საათამდე მიმდინარეობდა. საგზაო მონიშვნის სამუშაოებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0