ბათუმში საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ძველი აზბესტის ფურცლები ჩანაცვლდება თუნუქის ახალი ფურცლებით. სამუშაოები ინასარიძის, გენ. ასლან აბაშიძის, ფიროსმანის, ჯავახშვილის, ს. ხიმშიაშვილის, ლერმონტოვისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზე განხორციელდება, ჯამში 13 მისამართზე. სამუშაოებს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება, ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“ ასრულებს. ფასადების რეაბილიტაციისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 117 770 ლარი გამოიყო.

Visited 194 times, 1 visit(s) today