ბათუმში საცხოვრებელი სახლების სახურავის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16/08/2017

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე განხორციელდა 7 მისამართზე, სადაც ძველი, დაზიანებული სახურავები ახლით ჩანაცვლდა. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ზვიად გამსახურდიას #34-ში მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის” ხელმძღვანელი ზურაბ ნაკაიძე გაეცნო. წლის ბოლომდე სახურავის შეცვლა კიდევ 9 მისამართზეა დაგეგმილი.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 643 ათასი ლარია გათვალისწინებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0