ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამინების საერთაშორისო დღეა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ღონისძიება ბათუმში ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი საპატივცემულოდ სიმბოლური მონუმენტი აღიმართა. სკვერში დაკარგულ მებრძოლთა ახლობლები, ნათესავები და მთავრობის წევრები შეიკრიბნენ. 30 აგვისტოს ღონისძიებები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერითაა ორგანიზებული. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების მხარდაჭერა და ფართო საზოგადოების იმ შედეგების შესახებ ინფორმირებაა, რაც ოჯახებისთვის ახლობელი ადამიანების გაუჩინარებას მოაქვს. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად. ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო ,,ჰილტონში” უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ფოტოსურათების გამოფენა მოეწყო, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

Visited 143 times, 1 visit(s) today