ბათუმში ღვინის კლუბი გაიხსნა

14/07/2016

ბათუმში ახალი ღვინის კლუბი „ასკანელი“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერმა ახლადგახსნილი კლუბი დაათვალიერა.
ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძის განმარტებით, ღვინის კლუბი “ასკანელი“ სრულიად ახალი კონცეფციაა, სადაც გაერთიანებულია ქართული და მსოფლიო სამზარეულოების კერძები, საავტორო იდეებით.
თანამედროვე სტანდარტების მქონე ღვინის კლუბში 80-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0