ბათუმში ჩაიკოვსკის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

23/10/2017

ბათუმში ჩაიკოვსკის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოები სელიმ ხიმშიაშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე ხორციელდება, სადაც უკვე მოწყობილია სანიაღვრე მილები, ბორდიურები და სრულდება დეკორატიული ფილების დაგება. ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე გრუნტის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩაიკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა აპრილში დაიწყო და 2018 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 852 ათას 140 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0