ბაკურიანი 2023 – მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

18/02/2023

ბაკურიანი 2023 – მსოფლიო ჩემპიონატი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

„ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა – საქართველოში პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი. მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მივიღეთ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციისგან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში.
ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს, მათ შორის გაკეთდა გათოვლიანების ხელოვნური 29-კილომეტრიანი სისტემა, გაიხსნა რამდენიმე საბაგირო გზა, ასევე მოეწყო ხელოვნური ტბები, რათა კურორტზე გათოვლიანებისთვის წყლის საკმარისი რესურსები იყოს. ეს ინფრასტუქტურა გამოდგება წლების განმავლობაში და საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი. ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0