ბარათაულის ბაგა-ბაღს ხელმძღვანელი პირები სტუმრობდნენ

28/02/2017

მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილე ავთანდილ დიასამიძემ და გამგებლის მოადგილე რუსუდან შავაძემ, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ნათელა გოგიტიძესთან ერთად ბარათაულში ახლად გახსნილი ბაგა-ბაღი დაათვალიერეს და სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ.
ორსართულიან შენობაში ორი სააღმზრდელო ჯგუფია და თითოეული მათგანი სრულად არის აღჭურვილი, როგორც სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის, ისე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ინვენტარით.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. დამონტაჟებულია ცენტარალური გათბობის თანამედროვე სისტემა.
პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. 30-მდე აღსაზრდელის სკოლამდელ განათლებაზე 10-მდე ადგილობრივი დასაქმებული ზრუნავს.
შუახევის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით 6 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. მალე ექსპლუატაციაში შევა შუბნისა და ფურტიოს ბაგა-ბაღები. მიმდინარეობს ხიჭაურის, ჩანჩხალოსა და ჭალა-წყაროთის ბაგა-ბაღების მშენებლობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0