ბარაკონის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა

07/04/2017

7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი. ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმო წირვა ბარაკონის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0