ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები შეუძინა

16/12/2016

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები შეუძინა. პროდუქტების გადაცემაში მონაწილეობას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე, სოციალური სამსახურის უფროსი მარინა სუქნიძე და საკრებულოს დეპუტატი მანანა ცქიტიშვილი იღებდა. სოციალურად დაუცველი 20 – მდე ოჯახი უკვე რამდენიმე წელია სანიტარიული ინსპექციის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. მუნიციპალიტეტმა შენობაში დროებით შესახლებული ადამიანებისათვის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ქსელის აღდგენა უზრუნველყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0