დასრულდა – ჭელას დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები

03/11/2021

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილესთან შალვა ბერძენიშვილთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარეობს ბათუმი-ახალციხის გზიდან მლაშე-მოხეს დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი და სარეგულაციო კედლები, სავალი ნაწილი მოაჯირებით. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 571 111 ლარს შეადგენს. დასრულდა – ჭელას დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის ბურჯები და მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლები. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 787 900 ლარს შეადგენს. სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე მოინახულა აბასთუმანში საპარკინგე სივრცე, დაბა აბასთუმნის მოსახლეობის წყალარინების ქსელზე დაერთების, არსებული საფილტრი სადგურის ოპტიმიზაციისა და წყალმომარაგების სათავე ნაგებობისთვის სალექრის მოწყობის სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0