ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

04/08/2017

ბათუმში ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე კაზინეცისა და ძმები ნობელების ქუჩებზე, ასევე, ძმები ნობელების I და II შესახვევებში ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და შეიცვალა გრუნტი.
ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების შემდეგ განხორციელდება საგზაო მონიშვნები და განთავსდება საგზაო ნიშნები.
პროექტის ფარგლებში სულ 18 ქუჩა კეთილმოეწყობა, რომლის ღირებულებაც ღირებულება 4 მილიონ 484 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0