ბაქოს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბაქოს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ჭავჭავაძის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე მონაკვეთში დაზიანებული ასფალტის საფარის აყრა და ბორდიურების გამოცვლა მიმდინარეობს. ტროტუარზე დაიგება ახალი დეკორატიული ფილები. მოეწყობა პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები. აღნიშნულ მონაკვეთში დასრულებულია მიწისქვეშა სამუშაოები: უკვე შეცვლილია წყლის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება 903 ათას 820 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ასრულებს.

Visited 325 times, 1 visit(s) today