ბაღდათის სპორტ სკოლის 50 წლის იუბილე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათის სპორტ სკოლის 50 წლის იუბილე აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით დილიდან გაიმართა სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა სახეობაში:
✔️რაგბი სოფ. დიმის N 1 საჯარო სკოლის სტადიონზე.
✔️ფეხბურთი – ბაღდათის ცენტრალურ სტადიონზე.
✔️კალათბურთი – N 2 საჯარო სკოლის დარბაზში.
✔️ჭადრაკი – კულტურის ცენტრის ფოიეში.
✔️თავ. ჭიდაობა – სპორტულ სკოლაში.
ღონისძიებებს ესწრებოდა ბაღდათის ახლადარჩეული მერი არჩილ გოგსაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, ბაღდათის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი კახა გოგნაძე და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეჯიბრებებში გამოვლენილი გამარჯვებულები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Visited 272 times, 1 visit(s) today