“ბაღდათობა 2017”, სხვადასხვა კულტურული, სპორტული, გასართობი და შემცნებითი ღონისძიებებით მასშტაბურად აღინიშნა

27/10/2017

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკოლოზ თოფურიძე ბაღდათში გამართულ საერთო სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ.
“ბაღდათობა 2017”, სხვადასხვა კულტურული, სპორტული, გასართობი და შემცნებითი ღონისძიებებით მასშტაბურად აღინიშნა.
ღონისძიებებს მთელი დღის განმავლობაში ასევე, ესწრებოდნენ ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გუბერნატორი-გივი ჭიჭინაძე, მოადგილეები, იმერეთის მხარის გამგებლები, ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობა და მოწვეული სტუმრები.
სახალხო დღესასწაულმა სხვადასხვა ორიგინალური გამოფენებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტისა და ღვინის დეგუსტაციით ჩაიარა.
დასასრულს “ბაღდათობა 2017” – ის ფარგლებში, კულტურის ცენტრში, საპატიო ბაღდათლების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0