ბაღდათში მინერალური წყლის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ გოგსაძესთან ერთად საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა და 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო. 500 კვადრატულ მეტრზე აშენებულ საწარმოში ამ ეტაპზე საჭირო ტექნიკა მონტაჟდება, მათ შორის არის 8 ფილტრი, რომელშიც მოხდება წყლის გაფილტრა. საწარმო ექსპლუატაციაში გაზაფხულიდან შევა. როგორც მფლობელებმა განაცხადეს პირველ ეტაპზე 25-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროდუქცია ,,ზეკარის” სახელწოდებით შიდა ბაზარზე ზაფხულიდან გამოჩნდება.

Visited 241 times, 1 visit(s) today