ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

19/08/2017

კურორტ „ბახმაროში“ ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კუთხის ცხენოსანთა მონაწილეობით დოღი გაიმართა. ტრადიციულ დოღს საქართველოს პარლამენტის წევრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, უცხოელი ტურისტები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. დოღში გამარჯვებული მხედრები, სპეციალური პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ფერიცვალების დღესასწაულზე ბახმაროში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდანვე მიმდინარეობდა. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ასევე, მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0