ბეგლარ სიორიძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა

22/09/2017

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი დღეს სოფელ ბოხვაურის ამომრჩევლებს შეხვდა და ადგილობრივებს სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. ,,სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენს დასახვედრად სოფელ ბოხვაურის მკვიდრნი, ასე მრავლად ხართ წარმოდგენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი თქვენგანი კარგად ხედავს და აფასებს ჩვენ მიერ გაწეულ საქმიანობას, იმ მუხლჩაუხრელ შრომას, რაც მხოლოდ თქვენი კეთილდღეობის შექმნისკენ არის მიმართული. მოგეხსენებათ, როგორც ქალაქ ოზურგეთში, ასევე, თემთა მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განვახორციელეთ. დამეთანხმებით, ასეთი აღმასვლა უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არ ყოფილა, ეს ყველაფერი გუნდური მუშაობისა და დიდი პასუხისმგებლობის შედეგია. როგორც არასდროს, დღეს თქვენ ხედავთ ხელისუფლების გვერდით დგომასა და მხარდაჭერას, რაც აუცილებლად გაგრძელდება. გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანება მხოლოდ დადებითად აისახება მოსახლეობაზე, ვინაიდან გაზრდილი ბიუჯეტის შედეგად, ოზურგეთში გაცილებით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალება მოგვეცემა. ტყუილი დაპირება არ მჩვევია და რასაც გპირდებით, აუცილებლად ვასრულებ. გპირდებით, რომ მომავლ წელს ჩვენ დავასრულებთ ჭალა-ბოხვაურის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებას.“ -განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კანდიდატი ამომრჩევლებს გაესაუბრა და თითოეული მათგანის პრობლემას ინდივიდუალურად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0