ბელარუსის დელეგაცია საქართველოს ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებას ეცნობა

27/10/2016

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ქვეყნის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე მიხეილ პორტნოი ხელმძღვანელობს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურიზმის სექტორის მიმოხილვას და იმ რეფორმებს, რომლის შედეგად ყოველწლიურად იზრდება ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა. როგორც ბელარუსის მხარემ აღნიშნა, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ იმ გამოცდილების გაცნობა და გაზიარებაა, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების მიმართულებით გააჩნია.
27 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ორგანიზებით ბელარუსის დელეგაციის წევრები საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებულ კერძო კომპანიებს წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ გამოცდილებას გაეცნობიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0