ბელგიაში პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზატორთა თანამზრახველი დააკავეს

09/04/2016

ბელგიაში პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზატორების თანამზრახველი მუჰამედ აბრინი დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ბელგიის პროკურატურა ადასტურებს, რომ ერთდროულად რამდენიმე ეჭვმიტანილია დაკავებული, რომლებიც ტერაქტებთან არიან დაკავშირებული. მათ შორის არის აბრინიც. უწყება დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, მათ შორის, არც დაკავებულთა რიცხვს აკონკრეტებს.

მედიის მონაცემემებით, დაკავება ანდერლეხტის რაიონში მოხდა, სადაც ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი ცხოვრობს. მათივე ვერსიით, სწორედ აბრინი იყო ის მესამე ადამიანი, რომელიც ორ თვითმკვლელთან ერთად მოხვდა ვიდეოკადრებში ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებამდე. ის ასევე აღბეჭდილია პარიზის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებში ნოემბრის ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0