ბენარა – უნწის 1495 მეტრი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

დასასრულს უახლოვდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ბენარა – უნწის 1495 მეტრი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.სამუშაოების განხორციელებისათვის 444 800 ლარი გაიხარჯა, რომელიც 27 ივლისს დასრულდება. მიმდინარე პროცესები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ პირადად მოინახულეს.

Visited 136 times, 1 visit(s) today