ბენიამენ ფალავანდიშვილმა საჩხერეში აღმაშენებლისა და ახალგაზრდობის ქუჩები დაათვალიერა

09/02/2018

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქ. საჩხერეში აღმაშენებლისა და ახალგაზრდობის ქუჩები დაათვალიერეს.
აღმაშენებლის ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს კი აღნიშნულ ქუჩაზე კიდევ ორი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი (ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა) და ორი ეზო რეაბილიტირდება.
აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადებულია. ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულების სავარაუდო ღირებულება 360 721 ლარი, ხოლო ორი საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტააციის სავარაუდო ღირებულება 90 843 ლარია.
პირველი პირის განცხადებით ასევე მოწესრიგდება ახალგაზრდობის ქუჩაზე გზის საფარი. თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და მათი აზრი მოისმინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0