ბეჟანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 5 დეკემბრამდე დასრულდება

17/11/2017

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თბილისის მერმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, გზის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საკანალიზაციო სისტემა სრულად გამოიცვალა. „ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც გზის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მანამდე, აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ფაქტობრივად, სრულად არის შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო მილები, სანიაღვრე სისტემა და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. დარჩა მხოლოდ გზის საფარის დაგება და როგორც ახლა მივიღეთ პირობა, სამუშაოები 5 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0