ბესარიონ სიმონიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

29/01/2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და დევნილთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დევნილთა სააგენტოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალში, ორ უწყებას შორის, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0