ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

16/10/2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დასახლებაში არსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები გადაიჭრება.
ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იმ პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სააგენტო მათი დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0