ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისის საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

29/01/2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა თბილისის საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საკრებულოს დეპუტატებმა მათ მაჟორიტარულ ოლქებში დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და სააგენტოს დირექტორისგან ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრის მონაწილეები სამუშაო ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0