ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის​ მუნიციპალიტეტის სოფლების​ მოს​ახლეობას შ​ეხვდა

16/11/2019

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო ადმინის​ტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში სხვილისში, ზემო სხვილისში, ივლიტაში, დიდ პამაჯში და პატარა პამაჯში არსებულ მოს​ახლეობას შ​ეხვდნენ. პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სოფლებში ძირითად პრობლემებს შორის სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა, გაზიფიცირება და გარე განათების მოწყობა დასახელდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ შეკრებილებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურულ პროექტები, ასევე 2020 წლის გეგმები და მთავარი პრიორიტეტები გააცნო. მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად ყველა დასახლებაში გაიმართება, რომელთა მიზანია არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0