ბესიკ ამირანაშვილი ევროკავშირის მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

23/06/2021

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი ევროკავშირის მისიის დელეგაციის წევრებს , მისიის უფროსს მარკ შჩიგელს, მისიის ანალიტიკური ჯგუფის ანალიტიკოს, ტომ ტრიერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის უფროსს ჰანს ფრიდლუნდს შეხვდა. შეხვედრაზე წარმომადგენლებმა, სახელმწიფო რწმუნებულს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი გააცნეს, ისაუბრეს COVID-19-ის ზეგავლენაზე რეგიონში, მოსახლეობის დამოკიდებულებაზე ვაქცინაციასთან, ეთნიკურ ურთიერთობებზე და მომავალ არჩევნებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0