ბესიკ ამირანაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

12/02/2024

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024”-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. სახელმწიფო რწმუნებული, ამჯერად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე, სახელმწიფო რწმუნებულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს, კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024” სამცხე-ჯავახეთში 23 იანვარს დაიწყო. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს თვის ბოლომდე გააგრძელებენ და ეტაპობრივად ყველა სოფელში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0